16:58 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 11:03:43, 715 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, არმან ხოჯოიანთან და სომხური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აგრარული მიმართულებით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არმან ხოჯოიანმა პანდემიის პირობებში სომხეთის რესპუბლიკაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე აგრარული პროდუქციის ექსპორტის და ამ კუთხით ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის და ეტიკეტირების წესის დაცვის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის„საქპატენტი“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იმყოფებოდა, სადაც რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და გამოცდილებას გაეცნო. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მიმდინარე ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებაც. კადასტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics