17:43 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 20:22:13, 814 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის წაბლანის, მოფრინეთის, სამოლეთის, ლაკლაკეთის, ცინარეთის სოფლებში გამართულ კრებებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და საკრებულოს წევრი ედნარ კეჟერაძე ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს.

შეხვედრებზე, მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად  საცალფეხო ბილიკის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა დაასახელა.

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდა ასევე დღვანის, ოლადაურის, შუბნისა და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, სადაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics