|
2021-04-06 13:36:41, 794 ნახვა
სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ„აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვესდა გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)