03:57 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 22:56:54, 672 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა - IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული

„IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება გახლეჩილია.

„ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. პრაქტიკულად ნახევარზეა გახლეჩილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ამგვარ კვლევაში საკუთარ დამოკიდებულებას ყველა გულწრფელად ვერ გამოხატავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მაინც აჩვენებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული.

სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, მათ შორის, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს, რომ როგორც მინიმუმ უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, რათა შემდგომ შევძლოთ სხვა საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება იქნება ეს, თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რათა ნებისმიერი მომავალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics