|
2021-04-05 12:54:39, 463 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც 24-საათიან მუშაობას განაგრძობს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პანდემიის პირობებში გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში კონტროლის პროცედურებს გაეცნო. მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან და სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაათვალიერა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები (,,თბილისი", ,,თბილისი 2", გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი") სადაც ხორციელდება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ტვირთების გაფორმების პროცედურები. ასევე, მოინახულა საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მომსახურების ავია-სატვირთო ტერმინალი - „ლასარე". ფინანსთა მინისტრი გაეცნო კინოლოგ-ოფიცრების მუშაობას, რომლებიც სამსახურებრივ ძაღლებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების უსაფრთხოებას იცავენ. ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდა „სადახლოსა" და „წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, სადაც მებაჟე ოფიცრებისგან მოისმინა ინფორმაცია პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, როგორ მიმდინარეობს საბაჟო კონტროლის პროცედურები, რათა დაუბრკოლებლად განხორციელდეს საერთაშორისო გადაზიდვები. ფინანსთა მინისტრმა თითოეულ მებაჟე ოფიცერს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში გაწეული სამსახურისთვის. „ჩვენი მებაჟე ოფიცრები, გაფორმების ეკონომიკური ზონების თანამშრომლები, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, თავიდანვე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. მათ განსაკუთრებული როლი ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ 24 საათის განმავლობაში, ისინი ემსახურებოდნენ როგორც ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ისე ბიზნეს ოპერატორებს. პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების, მგზავრების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამ ურთულესი სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის. ამ დროისთვისაც, ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. დღეს, ყველაზე მთავარია, პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაეროსთან ერთად, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, საბაჟო-გამშვებმა პუნქტებმა კვლავ შეუფერხებლად განაგრძონ მგზავრებისა და ტვირთების მომსახურება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)