|
2021-04-05 10:26:35, 976 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გაიმართა, რომელსაც შუახევის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე, მერიის ეკონომიკის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე და მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძე ესწრებოდნენ. ომარ ტაკიძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად აირჩია: სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, საცალფეხო ბილიკის მოწყობა, წისქვილის, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და ბეტონის საფარის მოწყობა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)