12:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 10:19:38, 699 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა

უკრაინამ საზღვართან, დონბასის ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზების გაზრდის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

„ჩვენს პარტნიორებს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების და სამხედრო მობილიზების გაზრდის შესახებ რუსეთის მიერ  ოკუპირებულ ტერიტორიასა და უკრაინასთან საზღვარზე.

ვაფასებთ მათ მხარდაჭერას, ერთობლივი ძალისხმევით და რუსეთზე ზეწოლით შევძლებთ სამხედრო დაძაბულობის შეჩერებას", - აღნიშნულია უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციი ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics