16:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 17:43:46, 629 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამჯერად საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და ინტენსიური გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგულ მხარეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით, სამთო მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics