|
2021-04-02 12:55:20, 739 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ პარტიებს, საჯაროდ დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს
მივმართავთ დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად საქართველო ზიანდება. „სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია“, - წერს ელისაშვილი.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)