|
2021-03-30 11:11:19, 725 ნახვა
პოლიტიკა
ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო სურს
„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდა მას პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო სურს. „ეს არის უბრალოდ დასტური, რომ მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ძალები, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების გარეშე ვერ ძლებდნენ. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, ვისი კაცი ვარ და ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია მქონდეს?! ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, ეს თანაგრძნობაა და მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდად მიდის ქვეყანა. ფსიქოლოგს არ შეიძლება ჰქონდეს ანტიპატია ვინმეს მიმართ“, - განაცხადა ბესიკ ბოგველმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდი სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)