|
2021-03-29 20:14:24, 1424 ნახვა
კომენტარი
გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა, რომელმაც პროკურატურას უკვე მიმართა
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოჩნდა გირაოს გადახდის მსურველი, რომელმაც პროკურატურას უკვე მიმართა. როგორც კონდახაშვილმა აღნიშნა, ვინმე ბესიკ ბოგველი მზად არის გადაიხადოს ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი. „პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებული იქნა წერილი, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი, აღნიშნული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირადად ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზად ყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ აღნიშნული არის მიუღებელი. დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ხელისფულების მიერ დადგმულ სპექტაკლთან. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო მნიშნელოვანი რამ - პროკურატურა საზოგადოებაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა. დღეის მდგომარეობით ნიკა მელიას სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება. რითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო არის ანულირებული. ამიტომაც შეუძლებელია ნებისმიერი პირისგან, თუნდაც ნიკა მელიასგან გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. მაშინ ჩნდება კითხვა, როდესაც პროკურატურა და მმართველი გუნდი მოუწოდებს ნიკა მელიას გადაიხადოს გირაო და ის გათავისუფლდება, რომელი დადგენილებით შეიძლება, რომ მოხდეს ან რა რაოდენობის გირაოზეა საუბარი“, - განაცხდა გიორგი კონდახიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)