12:46 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 15:05:57, 647 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, - აღნიშნული განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრები დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ ეწვია. მისი ვიზიტის მიზანია, მედიაცია გაუწიოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური პროცესის წარმართვას. 

ამასთანავე, კრისტიან დანიელსონმა დღეს უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ის ასევე შეხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და დღეისთვის, გააგრძელებს კონსულტაციებს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან. ამასთანავე დაგეგმილია ოპოზიციისა და ხელისუფლები ერთობლივი შეხვედრაც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics