12:48 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 10:56:16, 426 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს სოფლის განვითარებისა და  გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

ლუიზა ვინტონმა სამინისტროსთან თანამშრომლობას სანიმუშო უწოდა, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით სწორი ხედვა გააჩნია და გაეროს განვითარების პროგრამის სახელით აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო მხარდაჭერის მზაობა დაადასტურა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, ჰაერის დაბინძურების შემცირების, ნარჩენების მართვისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics