18:38 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 10:30:12, 1435 ნახვა

რეგიონი
ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებში გაუშვა. ტერიტორაზე მეთვალყურეობას   ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივი რეინჯერი“  განახორციელებს. მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების მონიტორინგში ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება.

2020 წელს, ხობის  მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას.  მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics