2021-03-26 13:29:27, 2571 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 501 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 501 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 140 ქვეყანაში მიმდინარეობს და ყოველდღიურად საშუალოდ 12.2 მილიონ ადამიანს უტარდება.
ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის,133 მილიონი ადამიანი აცირა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 85 მილიონზე მეტია.
ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 51.6% მილიონი ადამიანია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, ისრაელს კი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და ჩილე მოსდევს
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან