|
2021-03-26 10:25:55, 394 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „მინისტრმა იაპონიის მხარეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა სამინისტროს თანამშრომლობას საქართველოში იაპონიის საელჩოსთან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების გადამზადება კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)