|
2021-03-24 13:18:34, 1960 ნახვა
ომი უკრაინაში
ვაქცინაციის შემდეგ, დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე გაიზარდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრის შემდეგ, დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე იზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესში მრავალპროფილური კლინიკებიც ჩაერთვებიან. „მრავალპროფილიანი კლინიკები, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობდნენ აღნიშნული ვაქცინის გამოყენებაში ჩაერთვებიან. ვაქცინაციის ცენტრებისთვის პირობები „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებულია. აქ არის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მოსაცდელთან, შესასვლელთან და ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთიანი დაყოვნების პერიოდი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)