|
2021-03-23 12:19:57, 736 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა პანდემიის დაწყებიდან დაკარგა სამსახური და დღემდე უმუშევარია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რა უფრო შეესაბამება თქვენს მგომარეობას, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღემდე“, მოსახლეობის 43% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდეც უმუშევარი იყო და ახლაც არ აქვს სამსახური. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27%-ს არ დაუკარგავს სამსახური და არ შემცირებია შემოსავალი, 13% კი აცხადებს, რომ დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია. გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა, 3%-მა დაკარგა სამსახური, თუმცა დაიწყო სხვა ადგილას მუშაობა, 1% კი, კოვიდპანდემიამდე არ მუშაობდა, ახლა კი დასაქმდა. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)