|
2021-03-22 15:58:50, 576 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ დიპლომატს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მრავალწლიანი ორმხრივი მხარდაჭერა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში ესტონეთის წვლილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ესტონეთის კონტრიბუცია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოში ინტეგრაციის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა. შეხვედრას ესტონეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინიარვი დაესწრო.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)