09:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 15:51:48, 784 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის ხელისუფლებამ 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა

იაპონიაში, მიიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის გამო ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

ცუნამის 1 მეტრამდე (3.2 ფუტი) სიმაღლის პირველი ტალღები მიწისძვრის შემდეგ მცირე ხანში დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად 200-მდე კომლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დილის 6:09 საათზე, წყნარი ოკეანის წყლებში მოხდა და მისი სიღრმე 60 კილომეტრს შეადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics