09:27 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 18:27:14, 754 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიალოგის გაგრძელება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დიალოგის გაგრძელება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა.

„ყველამ დაინახა ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები. პრაქტიკულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვიყავით მაქსიმალურად მზად, რომ მიგვეღწია შეთანხმებას და მათ შორის გვესაუბრა იმ კომპრომისებე, რომლებზეც ხშირად აპელირებდა „ქართული ოცნება“, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ყველა საკითხზე, არა მხოლოდ მთავარ საკითხებზე, პრაქტიკულად ყველა საკითხზე მივიღეთ „ქართული ოცნებისგან“ უარი, რამაც გამოიწვია მოლაპარაკებების ჩაშლა.

დიალოგის გაგრძელება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ ისინი მზად არიან დიალოგისთვის, ბუნებრივია ეს დიალოგი შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ თუ იმავე პოზიციაზე რჩებიან, რომ შეთანხმების არც ერთი ნაწილი მათთვის არ არის მისაღები, ბუნებრივია ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ამიტომ დაველოდებით დასავლელი პარტნიორების რეაქციას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics