13:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 16:15:58, 1693 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი

საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ 27 წლის კოვიდვაქცინირებული ექთნის გარდაცვალებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხდა სამწუხარო ფაქტი, თუმცა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის დროს რისკები მნიშვნელოვნად მცირეა.

„გუშინდელმა შემთხვევა დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა ზუსტად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენ კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი აქ არის კიდევ რეანიმაციული განყოფილება, რაც იძლევა გარანტიას, რომ ჩარევა იქნება დროული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics