|
2021-03-18 15:36:35, 446 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მომავალ წლებში, უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ 2020 წელს, მიღებულია აკვაკულტურის კანონი, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. „აკვაკულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენ განვავითაროთ ქვეყანაში თევზის წარმოება, თევზის მეურნეობები. დიდი პროგრესი გვაქვს შავ ზღვაზე თევზის ჭერასთან დაკავშირებით და აქ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ხდება გადამუშავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი საფეხური, ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც, ქვეყანაში, ზოგადად, აკვაკულტურის, მარიკულტურის პროდუქტების განვითარებას ითვალისწინებს. მხოლოდ სწორი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ამ მიმართულების უკვე სხვა ტიპის მხარდაჭერა. ფინანსური, საგრანტო მხარდაჭერა, თანადაფინანსებები და ტექნიკური დახმარება განახორციელოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ მდგრადი გვქონდეს ასეთი ტიპის მეურნეობები. ახალი კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან, შეიქმნა შესაბამისად სპეციალური დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ უკვე ვმუშაობთ კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე და იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომელიც სრულყოფილს გახდის ამ კანონმდებლობას და მისცემს ბიზნესს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით სწორად განახორციელოს ინვესტიციები. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. ამას, რა თქმა უნდა, თან დაერთვება სხვადასხვა რგოლი, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევა, ტექნიკური დახმარება, რაც ძალიან რთულია. გვესმის, რომ ბიოვეტერინარული მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე დაინტერესებულ კერძო ინვესტორებთან და ვფიქრობთ, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებმა თავდასხმა განახორციელეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
წიგნების ჩალაგება დავიწყე - ვუჩიჩმა მალე გადადგომის შესახებ განაცხადა
ქსირმა პირობა დადო, რომ ახლო აღმოსავლეთს აშშ-სთვის „ჯოჯოხეთად“ გადააქცევს
პაპმა ლეომ ბარსელონას საკათედრო ტაძარში იესო ქრისტეს კოშკი აკურთხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)