|
2021-03-18 15:19:22, 421 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს, ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. „სისტემურ რეფორმებში არ შეიძლება არ აღინიშნოს აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, იცით, რომ 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან არის დაზღვეული მოსავალი. პროგრამა არ ფარავს ყველაფერს, თუმცა, სამინისტროს მომზადებული აქვს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაიმე წარმატებული, კონკრეტული ერთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც შეიძლება აიღოს ვინმემ და გაიმეოროს, არ არსებობს. ჩვენ, წლების განმავლობაში, გავაკეთეთ დეტალური შესწავლა. ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, რომელიც წარმატებულ ქვეყნებშია, ისეთები როგორიც არის ესპანეთი, თურქეთი და ასე შემდეგ. აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შესაძლებლობები, რომელიც კერძო კომპანიებს აქვს, განსავითარებელია და, რა თქმა უნდა, მოსამზადებელია შესაბამისი კადრები, ახალი სისტემებია შესაქმნელი და ეს ყველაფერი ჩვენ ახალ სტრატეგიაში გვაქვს ასახული, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გვექნება კერძო სადაზღვეოებთან, მარეგულირებელთან და სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)