|
2021-03-18 15:14:53, 394 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე
„ნარჩენების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. არ შევეხები წინა წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებს, ვიტყვი, რომ 2020 წელი აქაც მნიშვნელოვანი იყო. ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კუთხით. ეს არის თანამედროვე ევროპული მიდგომა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, რაც ასევე განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით და პოლიტიკით და აუცილებელია იმისთვის, რომ ის ნარჩენი, როგორც ნედლეული, უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით; ნაკლები ნარჩენი განთავსდეს გარემოში, ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ბუნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)