|
2021-03-18 12:40:53, 907 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიუღებელია მოწოდებები, რომ ჩაიშალოს „ნამახვანჰესის" მშენებლობა, ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით
მიუღებელია მოწოდებები, რომ ჩაიშალოს „ნამახვანჰესის" მშენებლობა, ამ ნაწილში ვერ შევთანხმდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, შეიქმნება „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, რომელიც დააფინანსებს საჭირბოროტო საკითხებს ტერიტორიაზე. „შეიქმნება შესაბამისი „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, 5 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში და ამ ფონდის მართვა უნდა წამოვიდეს, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით. ჩვენ მზად ვართ და ვაგრძელებთ დისკუსიას ამ ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში და რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს, ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ჩვენ ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)