08:14 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 17:28:18, 535 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკება პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მისთვის მიუღებელია დიალოგის ის ფორმატი, სადაც არ განიხილება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„მინდა განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებთა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც, უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, როდესაც ეს ორი საკითხი იქნება განხილული.“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics