|
2021-03-16 17:32:04, 669 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე: გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს, წყალსაც - ვაქცინის სარგებელი 1 000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი ეფექტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს და ის შესაძლოა წყალმაც გამოიწვიოს. როგორც ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინის ეფექტი 1 000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება. „გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს, წყალმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტი, ვაქცინასაც, რა თქმა უნდა, აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ არის 100-ჯერ 1000-ჯერ და მეტჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მსოფლიოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 359 მილიონი ადამიანიდან, აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ დამდგარა. „დღეს მსოფლიოში აცრილი არის 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით, არც ერთი ფატალური შედეგი არ არის, მაშინ როდესაც 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდინფექციით და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი დაიღუპა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)