|
2021-03-15 16:02:53, 547 ნახვა
ეკონომიკა
საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარების გათვალისწინებით ყველა ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივად გახსნაზე იმსჯელებს
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, გასართობი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფერაძემ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო ყველა ეკონომიკური სფეროს ეტაპობრივად გახსნაზე იმსჯელებს. „მათთან ერთად შევიმუშავეთ რეკომენდაციების, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის გახსნის იმ დროს, რომ ამით გახსნა იყოს მდგრადი და სახელმწიფოს არ გაუხდეს იმის ვალდებულება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ან რეკომენდაციების დარღვევის გამო, აუცილებელი გახდეს შეზღუდვის დაწესება. მათი მხრიდან არსებობს სრული მზაობა. თუ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარება გვექნება, ცხადია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამიჭირდება, გითხრათ, რომ ეს იქნება პირველი, თუ 2 აპრილი, მაგრამ იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც ეპიდვითარების მიხედვით გვექნება, ცხადია, ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)