|
2021-03-15 15:36:57, 647 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრს - ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე დაინიშნა ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება. ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. 2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)