|
2021-03-15 13:14:22, 5118 ნახვა
Lifestyle
ლოს-ანჯელესში „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
მუსიკალური პრემია „გრემი" შოუ-ბიზნესის სფეროში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. „წლის მუსიკალური ღამის" ტრიუმფატორად შეგვიძლია მომღერალი ბიონსე ჩავთვალოთ - მან გუშინ ჯამში 28 ჯილდო აიღო. „და კვლავ იქმნება ისტორია. ბიონსემ ქალ შემსრულებლებში „გრემის" რეკორდი მოხსნა და ახლა მას მხოლოდ უნგრელი დირიჟორი გეორგ შოლტი უსწრებს, რომელმაც ერთხელ ერთდროულად 31 ჯილდო მოიპოვა",-ნათქვამია ორგანიზატორთა ღია წერილში. 21 წლის ნოა საირუსმა, მოლოდინების მიუხედავად, ვერც ჯილდო მიიღო და ვერც „პუბლიკის აღიარება" ჰპოვა, სამაგიეროდ მისმა კაბამ Schiaparelli-ს მოდის სახლისგან სოც.ქსელებში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.
Oscar de la Renta-ს ექსკლუზიურ კაბაში გამოწყობილმა ტეილორ სვიფტმა მისთვის ჩვეულ ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკალური ალბომი" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. კორეული პოპ ჯგუფი BTS წელს „გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს, თუმცა ამის მიუხედავად მათ ჯილდო არ ერგოთ.
შეიძლება ითქვას, რომ პრემიამ განსაკუთრებული აჟიოტაჟისა და მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა, ეს იხსნება იმით, რომ 2020 წელი განსაკუთრებული მუსიკალური წარმატებებით მსოფლიო პანდემიის გამო არ გამოირჩეოდა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)