|
2021-03-14 13:43:16, 603 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა
„დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ საჭირო იქნება საუბრის გაგრძელება. „დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება. მოდერატორზეა დამოკიდებულია, როგორ გავაგრძელებთ საუბარს. საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას. ეს მოითხოვს კომპრომისებს, მათ შორის ხელისუფლებას, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. შემიძლია კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)