|
2021-03-13 21:34:24, 627 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები მისი ხელისუფლების დროსაც კეთდებოდა
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები მისი ხელისუფლების დროსაც კეთდებოდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ცხრა წლის განმავლობაში არავის პირადი ცხოვრების შესახებ კადრები არ გავრცელებულა. „რა თქმა უნდა კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამის გავრცელება? ეს არის სპეკულაცია. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სადმე ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ კადრები. მოვიდა ივანიშვილი, დაიწყო და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა და ამიტომ ერთ პლანზე დაყენება საერთოდ სასაცილოა. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების ბორიოტად გამოყენება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ამისათვის არის სასამართლო, არის წესები როგორ უნდა მოხდეს და რა კეთდება, იმისათვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავინ, არაფერი არ გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რაღაც სხვა მიზნებისთვის. ეს არის ორი სხვადასხვა თემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)