17:14 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 16:25:47, 576 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება

მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. მთიანაჭარაში სერვისის განვითარება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყება მთავარ აქცენტს ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამების, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილების  მომზადებასა და სერვისის ონლაინპლატფორმის გაძლიერებაზე გააკეთებს.

წელს, პრიორიტეტული იქნება  სერვისის გაუმჯობესება მთიანაჭარაში, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება იგეგმება. გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდაჭერის მიზნით კი დეპარტამენტი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს.

დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია ტურისტული სექტორისთვის მარტის ბოლოს იგეგმება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics