02:53 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 11:14:31, 673 ნახვა

სამართალი
„ტვ პირველი“ დღეს მოსამართლის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

„ტვ პირველი“ დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა კლდიაშვილის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ტელევიზია მეორე ინსტანციისგან განჩინების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მის გაუქმებას ითხოვს.

„ტვ პირველის“ ადვოკატი გიორგი მამულაშვილი აცხადებს, რომ განჩინების არ გაუქმება უკანონობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისთვის არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა განჩინება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას ნებისმიერ დროს ტელევიზიაში შესვლა და მასალების ამოღება შეუძლია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics