11:29 - 23 Jul, 2026
|
2021-03-11 23:37:22, 473 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! დღეს, მან ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია! საოცარი თამაში იყო! #გვეამაყება“,- წერს თალაკვაძე „ფეისბუქზე“. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)