10:56 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 15:22:28, 642 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ხელები შორს თავისუფალი მედიისგან

„ხელები შორს თავისუფალი მედიისგან“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ეხმაურება სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის „ტვ. პირველიდან“ ჩანაწერების შესახებ მასალის ამოღების უფლების მიცემაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯით სურს დაადგინოს პირი, რომელმაც ტელევიზიას ჩანაწერები მიაწოდა, რათა შემდეგ შანტაჟი განახორციელოს.

„მათ რომ უბრალოდ ჩანაწერები ნდომოდათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდნენ. მაგრამ მათ უნდათ აიღონ ის კონკრეტული მატარებელი, რომლითაც გადაეცა „ტვ. პირველს“ მასალა და ამ მატარებლიდან გამომდინარე სურთ დაადგინონ, ვისგან მოდის ეს ინფორმაცია, რომ მერე იმ ადამიანზე შანტაჟი დაიწყონ. ეს არის დაუშვებელი. სრული თანადგომა თავისუფალ მედიას. პირდაპირ ვაცხადებ, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics