11:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 14:24:12, 782 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაწყებულია მოლაპარაკებები ჩინური ვაქცინის მისაღებად

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან, რათა მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიგშია, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციის აკრედიტაციას.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება.

„ჩინური ვაქცინაც, როგორც ვიცით, უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ჯანმო-ს მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან, ეს არის 100 000 ვაქცინა, ეს არის „სინო ფარმის“ ვაქცინა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics