|
2021-03-11 10:37:45, 645 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლიმ ქართულ მხარეს ქვეყანაში არ შემოშვების გამო სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ქართულ მხარეს ქვეყანაში არ შემოშვების გამო სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა. მისი განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში მას ქვეყანაში ჩამოსვლა და გამოძიებაში მონაწილეობის მიღება სურდა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ მუხთარლის საჩივარი წარმოებაში მიიღო და ახლა ჟურნალისტი გადაწყვეტილების მოლოდინშია. „ქართულ მხარეს არ სურს საქმის გამოძიება რადგან დანაშაული თავად ჩაიდინეს. ამიტომ ეწინააღმდეგებიან ქვეყანაშ ჩემს შემოშვებას. პროცესი რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიების იმიტაცია. გენერალურ პროკურატურას ორჯერ მივმართე რადგან ქვეყანაში ჩამოვსულიყავი და გამოძიებაში მონაწილეობა მიმეღო. ოქტომბერში არ შემომიშვეს ქვეყანაში .თალაკვაძემ მედიას განუცხადა რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევდა მე კამპანიაში მონაწილეობაზე არც მიფიქრია. დაირღვა ჩემი უფლებები და მივმართე სტრასბურგის სასამართლოს. მათ წარმოებაში მიიღეს სარჩელი და გადაწყვეტილებას ველოდები“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)