|
2021-03-09 10:42:41, 465 ნახვა
სამართალი
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე რეგიონში განთავსებულ საკარანტინე ზონებთან მივიდა, რომლებსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ. აღსანიშნავია, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო და ქვეყანაში არსებულ საკარანტინე ზონების და კოვიდ სასტუმროების უსაფრთხოების დაცვას ახორციელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)