|
2021-03-08 10:12:44, 488 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის პლენარული სესიაზე 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები გაიმართება
ევროპარლამენტის პლენარული სესიაზე 9 მარტს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს შესახებ მომხსენებელი იქნება. „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დებატებისას საუბარი შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტსაც. „გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც განაცხადა მზაობა, შეასრულოს მედიატორის როლი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ აქტორებს შორის. ამ პროცესებთან დაკავშირებით და ზოგადად შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში არის ძალიან დიდი ინტერესი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)