|
2021-03-04 14:42:30, 729 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან
„საქართველოს პრემიერ მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ჩვენს მოსახლეობაში კითხვები ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან თუ სარგებელთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო მზადაა ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირაში რამდენჯერმე გამართოს შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე ექსპერტებთან, სხვადასხვა პლატფორმაზე. მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უფრო მეტი საუბარი უნდა შედგეს იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებლობა მოაქვს, მათ შორის, „ნამახვანი ჰესს", რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)