|
2021-03-01 23:09:47, 1173 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო ლეპტოპები, რომლის შეძენაც ახლავე ღირს
არ აქვს მნიშვნელობა საქმიანობის სფეროს, რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს ან როგორ ერკვევით ტექნიკაში, ლეპტოპი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ ისინიც გამოირჩევიან ერთმანეთისგან თავისი ფუნქციებით, ერთი შეიძლება ოფისის საქმიანობისთვის იყოს იდეალური, მეორე მოძრაობისთვის, მესამე კი გეიმინგისთვის. მათზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება და შესაბამისად კომპანიებიც ცდილობენ უფრო მეტად დახვეწონ და მომხმარებისთვის მეტად კომფორტული იყოს. ამასთანავე, ითვალისწინებენ მომხმარებელთა განსხვავებულ მოთხოვნებს და ცდილობენ მაქსიმალურად სხვადასხვა ინტერესის ადამიანებზე მორგებული ცვლილებებიც შეიტანონ. ფაქტი ნამდვილად ერთია, ლეპტოპი ჩვენს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა და იმხელა როლს თამაშობს, შეიძლება ამას ვერც კი ვიაზრებდეთ, არ აქვს მნიშვნელობა დღის განრიგს, ჩვენთვის აუცილებელი გახდა ის მოლოდინი, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ლეპტოპის აღება და მუშაობა, ან უბრალოდ განტვირთვა, საყვარელი სერიალის ყურება, ზოგჯერ კი უბრალოდ ფეისბუქის სქროლვა. ლეპტოპებმა თანდათან ჩაანაცვლეს პერსონალური კომპიუტერები, რომლებიც შეიძლება ფუნქციურად ძლიერი იყოს, თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის ნაკლებ კომფორტულია. ასევე, ლეპტოპი მარტივია სადმე წასაღებად და საშუალებას გაძლევთ თქვენი ფაილები ნებისმიერ ადგილას თან გქონდეთ. ლეპტოპის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მახასიათებლები, რაც განსაზღვრავს მის ფასს. თუ გადაწყვეტილი გაქვთ ლეპტოპის შეძენა, თუმცა ჯერ კიდევ ორჭოფობთ რომელი მათგანი შეიძინოთ, ეს სტატია დაგეხმარებათ და გაგაცნობთ იმ ლეპტოპებს, რომლის შეძენაც ახლავე ღირს. Dell XPS 13 ლეპტოპი დღევანდელი მდგომარეობით საუკეთესოა. მე-11 თაობის Intel Core i7 პროცესორითა და ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკა და ულტრა თხელი და მსუბუქი დიზაინი იმდენად კომფორტულია, აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. Apple MacBook Pro(13-inch, M1) ეფლის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, ARM-based 5 ნანომეტრის ჩიპში მოთავსებული 16 მილიარდი ტრანზისტორი მოთავსებულია მხოლოდ ერთ ჩიპში. ლეპტოპში შეხვდებით ინტეგრირებული გრაფიკას, მეხსიერების ერთიან არქიტექტურას, ეფლის ნეირონულ ძრავს, გაუმჯობესებულ პროცესორს გამოსახულებისთვის, გაძლიერებულ ელემენტს და აგრეთვე ეფლისვე ე.წ. Secure Enclave. MacBook Pro (16-inch, 2019) ლეპტოპი უკვე ერთ წელზე მეტია რაც ბაზარზეა. განსაკუთრებით მოსახერხებელს კომფორტული კლავიატურა ხდის. 16 ინჩიანი დისპლეი კი ნათელი და მკვეთრია საკმაოდ თხელი ჩარჩოთი. Core i9 CPU პროცესორი და AMD Radeon 5300M გრაფიკა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა. Acer Swift 3 (2020, AMD Ryzen 7 4700U) AMD Ryzen 7 4700U-ის პროცესორი და Radeon Graphics ნამდვილად დაგაფიქრებთ, რომელსაც განსაკუთრებით სასურველს მისი დაბალი ფასი ხდის. ელემენტის გამძლეობაკი გაზრდილია და შეუძლია 11 საათამდე გაძლოს. Acer Chromebook Spin 713 ლეპტოპი საუკეთესოა სტუდენტებისთვის. ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, პორტალურ და შედარებით ბიუჯეტური ლეპტოპია, რომელსაც განსაკუთრებით სასიამოვნოს მისი კლავიატურა ხდის. ყოველდღიურობისთვის ყველა ჩამოთვილი ლეპტოპი იდეალურია და საკმაოდ შესაფერისიც, თუმცა სანამ არჩევანს გააკეთებს, პირველ რიგში, გაიაზრეთ რისთვის გინდათ, რამდენად ხშირად მოგიწევთ გამოყენება, მოგიწევთ თუ არა მოძრაობა და რამდენად ხშირად წერთ. ასევე, გაითვალისწინეთ ბიუჯეტი და შეეცადეთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აირჩიოთ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)