2021-02-28 11:17:32, 4023 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაცის „ბიბისი“ ავრცელებს.
ვაქცინის უპირატესობა ის არის, რომ მხოლოდ ერთი დოზაა. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. კომპანია წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს.
როგორც მედია წერს, ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. კვლევების მიხედვით, ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში.
საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66 პროცენტით ეფექტურია .
ავტორი: ექსპრესნიუსი,