|
2021-02-26 19:03:07, 431 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ როზარია პუგლისს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-თან ინტეგრაციის ჭრილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იუსტიციის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, როზარია პუგლისმა გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იუსტიციის მინისტრმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრეს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო. გოჩა ლორთქიფანიძემ როზარია პუგლისს საქართველოს მიღწევები გააცნო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ამ ტიპის დანაშაულის პრევენცია და საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ზრდა საქართველოს მთავრობის პრიორიტეული მიმართულებაა. იუსტიციის მინისტრმა როზალია პუგლისს ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და დასძინა, რომ დოკუმენტის შემუშავებაში ქვეყანამ GRECO-ს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმატებაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების 2020 წლის რეიტინგები, სადაც ქვეყანა მოწინავე ადგილზეა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპულ ქვეყნებთან მიმართებითაც. საუბარი შეეხო, აგრეთვე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრების გზაზე საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, გააგრძელოს ეფექტური რეფორმები და შეინარჩუნოს სამაგალითო პოზიციები საერთაშორისო რეიტინგში.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)