|
2021-02-26 16:30:13, 1194 ნახვა
პოლიტიკა
Washington Post - დასავლეთმა საქართველო დაკარგა
„დასავლეთმა საქართველო დაკარგა”, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“. სტატიაში ავტორი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმსა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხს განიხილავს. „ასი წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, წითელი არმია საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში შეიჭრა. ამ დღეს საქართველო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა და დაკარგა თავისუფლება და ადგილი დასავლეთში. სამშაბათს, საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ამ გზაზე - პოლიცია მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში შეიჭრა და მისი ლიდერი, ნიკა მელია დააკავა“, - ვკითხულობთ სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნიკა მელიას დაკავება ნიშნავს იმას, რომ რეგიონში ვაშინგტონის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის. „შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები აფრთხილებენ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, დაიცვას დემოკრატიული თამაშის წესები. ხელისუფლების მხრიდან თავშეკავების ნებისმიერი ფორმა გაქრა. ეს აშკარა სიგნალია იმისა, რომ საქართველო მკვეთრად იშორებს მისწრაფებებს, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრება ნიშნავს, რომ ვაშინგტონის ყველაზე ძლიერი მოკავშირე რეგიონში ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის“, - წერს ავტორი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)