|
2021-02-26 13:22:50, 600 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა პარლამენტის პიკეტირებასა და „სირცხვილის კორიდორებს“ აანონსებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პარლამენტის პიკეტირებასა და „სირცხვილის კორიდორებს“ აანონსებს. როგორც მან აქცია-მსვლელობის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცხადდება გრაფიკი და ოპოზიცია პარლამენტის სხდომის, მთავრობის სხდომისა თუ დეპუტატების შეკრების წინ, საპროტესტო აქციებს მოაწყობს. „იქნება უწყვეტი პროტესტი, დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ, ასეევე, როდესაც იქნება, გრაფიკიც გამოცხადდება, პარლამენტის სხდომა, იქნება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“, ასევე იქნება ეს მთავრობის სხდომა თუ სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები, იქაც დავხვდებით, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას და გაღატაკებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეუგება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, ამ წუთებში, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას მართავენ. მათი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)