18:44 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 23:34:21, 623 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი - პროკურატურის განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი

„პროკურატურის განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით.

„პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად ისინი თვლიან, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არაა საჭირო გამოძიების წარმართვისთვის.

თუ ნიკა იქნება გარეთ და გადაიხდის გირაოს, შესაძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური გამოძიების წარმოება.

ესეიგი ისინი თვლიან, რომ ნიკა შეიძლება ყოფილიყო გარეთ. ეს იყო ომბუდსმენის არგუმენტი, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რა საჭიროებით იყო განპირობებული, როგორ შეეშლებოდა ხელი მართლმსაჯულებას ნიკა მელიას გარეთ ყოფნით.

ეს განცხადება დასტური იყო, რომ პატიმრობის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics