19:52 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 16:02:24, 500 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ვისაც არ სურს გამუდმებულ შიშში ცხოვრება, მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას 26 თებერვალს

ვისაც არ სურს გამუდმებულ შიშში ცხოვრება მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას 26 თებერვალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ, სამართლიან, მუდმივად განვითარებად საზოგადოებასა და ქვეყანაში!

ვისაც არ სურს იცხოვროს უსამართლობაში, სიდუხჭირესა და გამუდმებულ შიშში!

მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას თავისუფლებისათვის, რომელიც 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.

მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! არავინ მოვა და მოგვიტანს პირად თავისუფლებას, განვითარებას, კეთილდღეობას. ერთად გამოვიდეთ უმოქმედობის ზონიდან და შევუერთდეთ ამ მშვიდობიან, სახალხო მოძრაობას.

ყველას გელოდებით 26 თებერვალს - ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი ჩვენს ხელშია!", - წერს კახა ოქრიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics