14:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 20:51:20, 549 ნახვა

კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს

„მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლასას თავისი ფასი გააჩნია.

„შევეცდები, შეფასებაში რბილი ვიყო.

ცინიკურია ღარიბაშვილის ეს განცხადება, ერთი ხელით ადამიანი გვთავაზობს, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრე იყო დღეს საქართველო და მსოფლიო , რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში.

ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ იმ პირობით, რომ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი. 

ეს ფასი არის ქვეყანაში ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება არჩევნები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics